სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ჭიათურაში მაღაროელებს სახელფასო დავალიანება დაუყოვნებლივ უნდა აუნაზღაურდეთ.
“კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული ჭიათურელი მაღაროელები 25-ე დღეა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას ითხოვენ, ჭიათურაში შექმნილ სოციალურ კრიზისთან და მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:
„ჯორჯიან მანგანეზს” – დაუყოვნებლივ ჩაურიცხოს დასაქმებულებს კუთვნილი შრომის ანაზღაურება, გაასაჯაროვოს ფინანსური მონაცემები და შეწყვიტოს მასობრივი გათავისუფლება.
შრომის ინსპექციას – მოახდინოს რეაგირება შრომითი უფლებების დარღვევებზე.
საქართველოს მთავრობას – გადადგას ქმედითი ნაბიჯები ჭიათურაში სოციალური კრიზისის მოსაგვარებლად და მშრომელთა წარმომადგენლებს მისცეს დიალოგში მონაწილეობის შესაძლებლობა”,_ ნათქვამია განცხადებაში.