სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ნინო ზაუტაშვილის და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის უკანონო გათავისუფლებას და მიიჩნევს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო თანამშრომლების დევნამ უმძიმესი ფორმები მიიღო და ეს ღიად არღვევს ჟურნალისტების შრომის, გამოხატვისა და თანასწორობის უფლებებს.
როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, მთლიანობაში, მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციით დაცულ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური კონტროლის მოპოვების და მიტაცების უმძიმეს რეალობას აჩვენებს, რაც საქართველოში მედიის გაუარესებული მდგომარეობის ფონზე, ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის შემაშფოთებელი ტენდენციის გამოვლინებაა