დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ იქნა ნელი დოროყაშვილის მიერ დამზადებული აუდიო ჩანაწერი, სადაც ის ესაუბრება ნიკოლოზ ბასილაშვილს.
საუბრის მიმდინარეობისას ნეკა დოროყაშვილის ფოტომოდელ თაკო ვაშალომიძეს ახსენებს სადაც მას როგორც ესკორტს, ისე მოიხსენიებს..
ბასილაშვილის ადვოკატების კითხვაზე, თუ რატომ აკეთებდა წლების მანძილზე ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, ნელი დოროყაშვილმა განმარტა, რომ ჩანაწერებს იმ მიზნით აკეთებდა, რომ თუ დასჭირდებოდა პოლიციისთვის წარედგინა.
აღსანიშნავია, რომ ჩანაწერები რამდენიმე წლის წინ არის გაკეთებული და ნელი დოროყაშვილმა მისის მეუღლის წინააღმდეგ მხოლოდ ახლა გამოიყენა.
წყარო: newposts