დიზაინერმა ჩარლი ლა მინდუმ თავის სკანდალურ კლიენტ ლედი გაგას “გადაუჯოკრა” – თავისი ბოლო პერფორმანსით – “ნიუ” ყველაფრის მნახველი ბრიტანელები პირდაპირ შოკში ჩააგდო.
ჩვენების თემატური ატრიბუტი იყო პარიკი, რომელიც პოდიუმზე გოგონებს სრულიად მოულოდნელ ადგილებზე “ეკეთათ”. თუმცა, მოდელების უმეტესობას, პარიკისა თუ “სისხლის ლაქების” გარდა, სხეულს საერთოდ არაფერი უფარავდა! მხოლოდ რამდენიმე გოგონას და ვაჟს ეცვა ტანსაცმელი და ისიც… გამჭვირვალე!
ჩვენება ღორების ჭყვიტინის ფონზე მიმდინარეობდა, ხოლო თავად ლა მინდუ ბოლოს “სისხლით” მოთხვრილი ხელებითა და ყასბის სამოსით წარუდგა გაოცებულ მაყურებელს.