აკაციის თაფლი
აკაციის თაფლი განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის, ასევე თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებების დროს.
წიწიბურას თაფლი
შეიცავს უამრავ რკინას და პროტეინს, ამიტომ ის ასუფთავებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას, ზრდის ჰემოგლობინის დონეს. რეკომენდებულია ორსულებისთვის და მაღალი მჟავიანობის მქონე და ქრონიკული გასტრიტით დაავადებული ადამიანებისთვის.
წაბლის თაფლი
ეხმარება კუჭ-ნაწლავის და თირკმელების მუშაობას, აძლიერებს სისხლძარღვებს და იმუნიტეტს.
სამყურას თაფლი
სამყურას თაფლი ეფექტური და უებარია გინეკოლოგიური დაავადებების, ბუასილისა და ასთენიას დროს. მას ასევე გააჩნია შარდმდენი და ამოსახველებელი მოქმედება.
ცაცხვის თაფლი
ცაცხვის თაფლი ძალზედ ეფექტურია გაციებისა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს. ის ასევე ეხმარება ღვიძლისა და თირკმელების მუშაობას. უებარია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთების დროს და აძლიერებს გულის კუნთის მუშაობას.
მინდვრის თაფლი
მას აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. რეკომენდირებულია თავის ტკივილის, კუჭის ტკივილის, პალპიტაციის (აჩქარებული გულის ცემა), უძილობისა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს.
მზესუმზირას თაფლი
ამ მცენარის თაფლი ეფექტურია გულის დაავადების, ბრონქული ასთმის, ოსტეოქონდროზის, ნევრალგიების დროს და განსაკუთრებით გაციების დროს. ზოგადად კი გამოირჩევა გამაძლიერებელი ეფექტით.
































































