2017 წლის აბიტურიენტთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნების პროცესში თითოეული საგნის სტატისტიკური ანალიზი, სადაც ნაჩვენებია რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი, რამდენი ჩაიჭრა, რა ქულები დაიწერა და ა.შ, არ გამოქვეყნდება.
“საქმე ისაა, რომ აპელაციების შემდეგაც კი, ერთადერთი საგანი, სადაც სტატისტიკური მონაცემები არ იცვლება არის ზოგადი უნარები და მისი დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება შედეგების გამოცხადებისთანავე ხდება. რაც შეეხება ყველა დანარჩენ საგანს, აბიტურიენტის გასაჩივრების შემდეგ, სტატისტიკური მონაცემები იცვლება და სწორედ ამიტომ მისი აპელაციის დადებამდე გამოქვეყნება არ ხდება. თუ წინასწარ გამოქვეყნდა, ცდომილება იქნება სტატისტიკაში, ამიტომ ყველა დანარჩენი საგნის სტატისტიკური ანალიზი გამოქვეყნება აპელაციის დასრულებისა და მისი შედეგების გამოცხადების შემდეგ”, _ ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, აპელაციის პროცესისა და ვადების შესახებ ინფორმაცია ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ გამოქვეყნდება და აბიტურიენტებს თავიანთი შედეგის გასაჩივრება შეეძლებათ.