სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს.
“სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს.
ინდმეწარმე ა. მ. (მის: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. ყარაჯალარი) კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და შემდგომ რეალიზაციას ახდენდა. მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო ინსპექტირებისას ამოღებული ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.
ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
































































