ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში გამოვლენილია ინფიცირების 1707 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1578 ადამიანი, გარდაცვლილია 17. აქტიურია ინფიცირების 112 შემთხვევა.