სკოლიდან 49 ლეპტოპი მოიპარეს. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, #23 საჯარო სკოლიდან ორმა, 20 წლამდე ახალგაზრდამ პირველკლასელთათვის განკუთვნილი ნოუთბუქები სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე მოიპარეს. ბიჭები სკოლაში ღამით ფანჯრიდან შეიპარნენ და 49 ნეტ-ბუქი გაიტანეს.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის, სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიული გამოძიების შედეგად, საქმე ცხელ კვალზე გახსნეს და ახალგაზრდა მამაკაცები რუსთავში დააკავეს.
ლეპტოპები პოლიციამ ნივთმკიცებად ამოიღო, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.