სკოლის მანდატურების როლი და ფუნქციები იზრდება. შესაბამისი კომპლექსური სამოქმედო გეგმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროთან ერთად შეიმუშავა.
ახალი რეგულაციების ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ფუნქცია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჯანსაღი გარემოს შექმნა იქნება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწსესებულებები აღიჭურვება ვიდეოკამერებით, მანდატურის სამსახური გააძლიერებს ფსიქოლოგიური დახმარების კომპონენტს, სრულიად ახალი მიდგომებით მიმდინარეობს მანდატურების გადამზადება.
როგორც 21-ს ქვევითს სამინისტროში უთხრეს, საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში უშუალოდ იქნებიან ჩართულნი თავად მანდატურები.
უწყების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მანდატურებთან სამუშაო შეხვედრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, სადაც სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.