ბულგარეთის ხელისუფლება 2018 წელს სკრიპალებზე მომხდარ თავდასხმასა და 2015 წელს სოფიაში იარაღის დილერის მოწამვლის კავშირის საქმეს იძიებს. აღნიშნულ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სერგეი ფედოტოვი, რომელიც სკრიპალის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული, ბულგარეთს 2015 წელს სამჯერ სტუმრობდა და იქ იმყოფებოდა იმ დროსაც, როდესაც იარაღით მოვაჭრე მოწამლეს.
გამოძიება გებრევის მოწამვლის ირგვლივ თავიდან მას შემდეგ გაიხსნა, რაც მან პროკურატურას აცნობა, რომ ნივთიერება, რომლითაც მოწამლეს ნოვიჩოკის მსგავსი შეიძლება იყოს.