სლოვაკეთი პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სლოვაკეთის პრეზიდენტის პრესპიკერის განცხადებით, ჩაპუტოვას მის ერთ-ერთ თანამშრომელს COVID-19-ით ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.
BBC-ის ინფორმაციით, სლოვაკეთის პრეზიდენტმა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარესთან და ავსტრიის პრეzიდენტთან დაგეგმილი შეხვდრები გააუქმა.
როგორც ცნობილია, სლოვაკეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო ევროპაში, რომელმაც საზღვრები ჩაკეტა და პირბადეების ტარება სავალდებულო გახადა.
ბოლო მონაცემებით, სლოვაკეთში კორონავირუსით 1607 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 28 ადამიანი გარდაიცვალა.