სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა სლოვიანსკზე ღამით სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ BBC დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს პაველ კირილენკოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
“დაზიანდა სკოლა და სულ მცირე შვიდი მაღალსართულიანი კორპუსი. ამჟამად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დონეცკის რეგიონში უსაფრთხო ადგილები არ არის, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას: ევაკუაცია – გადაარჩინე შენი სიცოცხლე“, – დასძინა კირილენკომ.
ავტორი