სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან ერთად გმირების საფლავზე იმყოფებოდა.
“დღეს, ოზურგეთში პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ეროვნულ გმირს ზაზა დამენიას.
არასდროს დავივიწყებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოს ერთიანობისთვის!”, _ აცხადებს ავთანდილ თალაკვაძე. (R)