ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს მაიკ გოლდუოთერის ფოტოსთან ერთად.
“სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა. ეს არის ტკივილი, რომელიც ათობით ათასი მსხვერპლის საყვარელ ადამიანთა გულებში დარჩა და ტკივლი, რომლითაც ასობით ათასი დევნილი ყოველდღე ცხოვრობს. მათ თვალებში ყოველთვის ვხედავთ, რომ ასე ახლოს და ასე შორსაა მათი სახლი.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.
დიდება გმირებს!”_ წერია განცხადებაში.