დღეს, ჩოხატაურელი მედიკოსები, ცხინვალში დაპატიმრებული ექიმი ტრვმატოლოგის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ “თეთრი ხალათების” აქციას შეუერთდნენ. მათაც, სხვა კოლეგების მსგავსად, მდუმარე აქციით გამოხატეს საკუთარი პროტესტი.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.
“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.