https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სომეხი მძღოლის მიერ ნათამაშები ჟორა შავგულიძე

7:11; 28.11.2017
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს ქართველი ხელოვანების შესახებ მორიგ მოგონებებს წარმოგიდგენთ. პირველი სტუმარი ცნობილი ქართველი მსახიობი გიორგი შავგულიძე იქნება და ამ პიროვნების შესახებ ერთ საინტერესო ისტორიას გაგაცნობთ.

საწყალი ჟორა შავგულიძე რომ გარდაიცვალა ცნობილი ავარიის დროს, ფილმი იყო დასამთავრებელი, სადაც მთავარ როლს სწორედ ის ასრულებდა. საჭირო გახდა შემცვლელის პოვნა.

რამდენიმე ეპიზოდიღა იყო დარჩენილი გადასაღები და დაიწყეს ისეთი ადამიანის ძებნა, რომელიც ჟორას ემგვანებოდა. ბევრი ეძებეს და მართლა მიაგნეს ერთ კაცს, რომელიც საოცრად ჰგავდა გარდაცვლილ მსახიობს. დაიწყეს მოლაპარაკება. იმ კაცმა რომ გაიგო, რაშიც იყო საქმე, მთელი ფილმის ბიუჯეტის ლამის ერთი მესამედი თანხა მოითხოვა. დაფიქრდა თურმე გიგა ლორთქიფანიძე, მაგრამ ვერ გასწვდებოდა ამ თანხას.

ერთ დღესაც, ერთი კაცი მისულა გიგასთან და უთქვამს, არ დაიჯერებ ახლა, ვის შემოგიყვან ოთახშიო. ბატონი გიგა ყვება, კინაღამ გული გამისკდა, ის კაცი რომ მანახვეს – გამოხოხებული ჟორა იდგა ჩემ წინო. რომ დაულაპარაკია, ისე ჰგავდა თურმე ხმის ტემბრითაც, რომ მეორე შოკი მაშინ დამართვია რეჟისორს. თურმე ეს კაცი ყოფილა სომეხი ტაქსის მძღოლი, ფიზიკურად კი გაცოცხლებული ქართველი ჟორა შავგულიძე იყო.

გიგას შიშით უკითხავს, ფილმში რომ გადაგიღოთ ჟორას შემცვლელად რამდენიმე ეპიზოდში, რამდენს მოითხოვო. ის ტაქსისტი გადარეულა – რა ფული უნდა მოვითხოვო, ისეთ კაცს ვცვლი, რომ ფული აქეთ უნდა მოგცეთ, ჯიგრებოო. ფილმის დასრულებისას 12 ათასი მანეთი მაინც გამოუწერეს. იმ კაცს აუღია ეს ფული და მთელი თანხა ჟორა შავგულიძის ოჯახისთვის გადაუცია. წადი ახლა და თქვი, ვინ უფრო ქართველია და ძმა!

ჩვენი მომდევნო სტუმარი ბატონი ავთო ვარაზი იქნება.

ერთ დღეს ხელოვანი სახლისკენ მიდიოდა, მიჰქონდა ორი-სამი ბოთლი ღვინო და რამდენიმე კვერცხი – ერბოკვერცხის შესაწვავად.

მოულოდნელად სადარბაზოსთან ვიღაც უცნობი დაინახა.  აი, ისეთი, 80 პროცენტი ინტელიგენტი რომ არის და 20 პროცენტი – უკვე ლოთი. მოეწონა ეს კაცი ავთოს და სახლში შეიპატიჟა. რომ შევიდნენ, ის კაცი შეყოვნებულა შესასვლელ კართან, რომელიც ავთოს საკუთარი ხელით, საღებავებით ჰქონდა მოხატული. ეს მასპინძელს არ გამოჰპარვია, თუმცა არც შეუმჩნევია. მოკლედ, შევიდნენ, ავთომ ერბოკვერცხი შეწვა, ღვინო გახსნა, დაასხა და დაიწყეს სმა. ბოლოს დაიშალნენ. ავთომ სახლამდე მიაცილა შემთვრალი სტუმარი, დაემშვიდობა და უკან გამობრუნდა.

დილით, გაიღვიძა თურმე იმ კაცმა და რას ხედავს – ავთოს მოხატული კარი მის კარებთან არ არის აყუდებული?! გადარეულა. თქვენ წარმოიდგინეთ, ავთო ვარაზი მიხვდა, რომ ის კაცი დაინტერესდა მისი ხელოვნებით, მოეწონა მოხატული კარი და ვერ გაუბედა თქმა. უცნობს ასეთი ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა, თავად კი უკაროდ დარჩა.

დღევანდელ მოგონებებზე მუშაობის პროცესში ქალბატონ ნანა მჭედლიძეს ერთ ინტერვიუს გადავაწყდი, სადაც ეს უკანასკნელი ფილმი „პირველი მერცხალის“ გადაღების ისტორიას ყვებოდა.

„როცა ამ ფილმს მოვკიდე ხელი, ყველა დამცინოდა – კაცი რეჟისორები დაილიაო? თუმცა, რეზო ჩხეიძეს ჩემი დიდი იმედი ჰქონდა.

სურათზე მუშაობა 1974 წელს დავიწყე. დირექცია ძალიან მონდომებული იყო და ყველაფერში ხელს მიწყობდა. რაც არ უნდა მიმეტანა, ჩემგან ყველაფერს იღებდნენ. ფილმი ირანში, საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინეს. მე და დოდო აბაშიძე ვისხედით და ვუცდიდით, როდის გამოგვიძახებდნენ. პრიზი რომ გადმოეცათ. დოდომ მითხრა, შაჰის ცოლს უნდა ვაკოცოო. ეს წარმოუდგენელი იყო. ვიფიქრე, გაგიჟდა, მართლა არ აკოცოს-მეთქი, შიშისგან სულ მაცახცახებდა. გამოგვაცხადეს. დოდო გავიდა. კოცნით არ უკოცნია, მაგრამ, ხელი რომ მოჰკიდა ხელზე, აღარ უშვებდა. იმ ქალს კი უხერხულობისგან ეცინებოდა“.

ალბათ დრო მოვიდა ქალბატონი ნანული სარაჯიშვილიც წარმოგიდგინოთ.

„გარიგების“ პირველი და მეორე ნაწილიც ძალიან შეიყვარა მაყურებელმა. ყველაფერი მეგობრულ ვითარებაში დაიწყო. ზაზა კოლელიშვილს ახალი დამთავრებული ჰქონდა კინოსარეჟისორო. ისე, საუბარში მითხრა, ასეთი და ასეთი ფილმის გადაღებას ვაპირებო და შინაარსი მიამბო.

გამიხარდა, რა კარგია-მეთქი, მაგრამ ამ ფილმში თამაშზე არ მიფიქრია, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი შემოუთავაზებია. მერე, მაროს როლზე ვიღაცეები გასინჯა. ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს და მეუბნება: ჩემოდნები ჩაალაგე, კახეთში მივდივართო. რა ჩემოდანი, რა კახეთი-მეთქი, დავიბენი. მაროს როლზე დაგამტკიცეო. თან გამიკვირდა, თან გამიხარდა. მერე სულ ვეკითხებოდი: იმათ რა დაუწუნე, ვინც გასინჯე, რა მოხდა-მეთქი? მინდოდა, ის შეცდომები გამეთვალისწინებინა. აი, კახელი რომ კახელის თამაშს დაიწყებს, ის უკვე აღარ ვარგაო, – მითხრა.

სულ ხუმრობ-ხუმრობაში გადავიღეთ ფილმი. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოქროს არწივით“ დამაჯილდოვეს. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო და ქონებაც, რაც გამაჩნია. მეკითხებიან ხოლმე, ქმარს არ იბრუნებო. ძალიან უნდოდათ, მიტო დამებრუნებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ფილმის მეორე ნაწილშიც ვერ დავიბრუნე“.

რასაკვირველია ქალბატონი ნანულის შემდეგ გვერდს ვერც ზაზა კოლელიშვილს ავუვლით.

„კინომსახიობობა ყოველთვის მიტაცებდა. მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებდნენ „ბიჭი და ძაღლი“. დედაჩემთან მოვიდა ბიძაჩემი, გია მატარიძე და უთხრა, თორმეტი წლის ბიჭს ეძებენ. მეც მთხოვეს, იქნებ ვინმე გყავს და გაიკითხოო. წამიყვანეს სინჯებზე, მაგრამ დამიწუნეს, ძალიან სუსტი ბავშვიაო.

პირველი, რაც ვნახე, ეს იყო ჩარლი ჩაპლინის ფილმი. იქიდან მოყოლებული, ცხოვრება კინოს გარეშე ვეღარ წარმომიდგენია. უკვე გარდატეხის ასაკში ღიად ვსაუბრობდით ოჯახში იმ დროისთვის დაფარულ, სექსუალურ თემებზე. ვუყურებდი ისეთ ფილმებს, სადაც საკმაოდ თამამი სცენები იყო. ამით ერთგვარი კომპლექსი მოხსნილი მქონდა. თელავში პირველი ჯინსები მე მეცვა. გია მატარაძის პირველი ცოლი მაშინ „სუხიშვილებში“ ცეკვავდა და უცხოეთიდან ჯინსის შარვალი და პერანგი ჩამომიტანა. წარმოიდგინეთ, ჯინსები მაცვია, „ბიტლების“ სტილში მაქვს ვარცხნილობა, „ვბლატაობ“, ჭკუაზე არ ვარ… მერე დირექტორმა დამიჭირა და ამკორტნა თმა.

მეექვსე კლასიდან შევედი ხატვაზე. ხატვის გარდა მიყვარდა გრაფიკა და ქანდაკება. მინდოდა, მოქანდაკე ვყოფილიყავი და ოჯახშიც ხელს მიწყობდნენ, მაგრამ კინოზე ჭკუა გადამეკეტა. ერთი წელი ვისწავლე სამხატვრო აკადემიაში. მერე რაღაც ინციდენტი მოხდა და გამოვედი. ჩავაბარე თელავში, ფილოლოგიურზე. ჩემს კურსზე იყო ოცდაათი გოგო და ერთი ბიჭი ვიყავი. პარალელურად, თეატრში ვმუშაობდი – თან ვმსახიობობდი, თან, სპექტაკლებს ვაფორმებდი.

ერთ დღეს ინსტიტუტში ვარ. კინოსტუდიიდან მოვიდნენ, ბიჭებს არჩევდნენ. შემოვიდნენ სულიკო გაბისონია და ვახო კაჭირაშვილი ფოტოგრაფთან ერთად. სურათები გადაგვიღეს. ამ დროს, თურმე, ჩემს სახლში მიდის მზადება. ბიძაჩემი გია მატარაძე თენგიზ აბულაძის ჯგუფში იყო პრაქტიკებზე. კახეთში ჩამოჰყვა „ნატვრის ხის“  ნატურის ასარჩევად და ჩვენთან დაპატიჟა.

მივედი, ვხედავ, სუფრასთან სხედან. რომ შევედი, ბიძაჩემმა თქვა: ბატონო თენგიზ, გაიცანით, ეს ჩემი დისშვილიაო. მერე მეორემ უთხრა: ბატონო თენგიზ, რომ გითხარით, ერთი ბიჭი ძალიან მოგვეწონა შეთეს როლისთვისო, აი, ეს არისო. თბილისში დამიბარეს, უამრავი სინჯი გადამიღეს. მაშინ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. გადაღების პერიოდში თითქმის არსად წავსულვარ, სულ ერთ ადგილას ვიყავი. კამერის შიში არ მქონია იმ დღიდან, რაც კამერებთან დავდექი. სხვა შიში უფრო მქონდა – ვაითუ, არ მოეწონოთ-მეთქი. ქუჩაში რომ გავდიოდი, მეგონა, უკვე ყველას უნდა ვეცნე, იმდენად მქონდა სიამაყის განცდა.

მეოთხე კურსზე რომ ვიყავი ფილოლოგიურზე, მივატოვე და თეატრალურში ჩავაბარე. ამ დროს გია დანელია იყო ჩამოსული და „მიმინოს“ ერთ-ერთ ეპიზოდში გადამიღო. მერე ჩემი ფული გამიჩნდა და აქ წავიდა ბოჰემა“.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23 თებერვალი, 2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21 თებერვალი, 2026
კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026

პერსპექტიული სასიძო

პავაროტით მოხიბლული „გაის“ უფროსი

ყველა სიახლე

სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026
პოლიტიკა

ვის შეეხება მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

15:18; 25.02.2026
სამართალი

გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა

15:05; 25.02.2026
პოლიტიკა

ევროპარლამენტარი: საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიისა და ევროკავშირის გეზს, ვიდრე პუტინი არ დამარცხდება უკრაინის ომში

14:50; 25.02.2026
პოლიტიკა

“ვინც “იმედთან” ითანამშრომლებს, განწირულია სანქციებისათვის. გგონიათ ივანიშვილი გაწირავს “ქართუს”? – რომან გოცირიძე

14:48; 25.02.2026
სამართალი

“ეს სიახლე პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ნებისმიერ ადამიანს, ვისი მოსაზრებაც შეიძლება ხელისუფლებაში არ მოეწონოთ”

14:25; 25.02.2026
სამართალი

დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

14:17; 25.02.2026
სამართალი

საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

13:17; 25.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა: პირველ ტურში მონაწილეობა 63 სკოლის 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო

13:14; 25.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

11:28; 25.02.2026
პოლიტიკა

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ

11:14; 25.02.2026
სამართალი

ტაქსის მძღოლმა არასრულწლოვანი გააუპატიურა – შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

10:35; 25.02.2026
საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

10:22; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო