ორშაბათს ღამით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბრძოლა კვლავ გაჩაღდა და ორივე მხარე ინტენსიური საარტილერიო დაბომბვის შესახებ იტყობინება.
როგორც DW იუწყება, დაახლოებით შუაღამისას, აზერბაიჯანის ძალებმა დაბომბეს სომხური ჯარები საზღვრის გასწვრივ სამ ლოკაციაზე. აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ის ეხმაურება საზღვრის მახლობლად სომხური ნაღმების და იარაღის დაგროვებას.
სომხეთმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.
ბრძოლები მიმდინარეობდა მთიანი ყარაბაღის რეგიონის მახლობლად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც ეთნიკურმა სომეხმა სეპარატისტებმა გამოაცხადეს სეპარატისტული რესპუბლიკა – მოგვიანებით ცნობილი როგორც არცახი – 1991 წელს.
სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე სომხეთის თავდაცვის სპიკერმა არამ ტოროსიანმა განაცხადა, რომ ვითარება რჩება “უკიდურესად დაძაბული”, რადგან ბრძოლა გრძელდება.
მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტს განუცხადა, რომ „ამ დროისთვის, ჩვენ გვყავს 49 [ჯარისკაცი] მოკლული და სამწუხაროდ, ეს არ არის საბოლოო მაჩვენებელი“.
dw-ს ინფორმაციით, ორივე მხარემ აღიარა ჯარისკაცების დაღუპვა, მაგრამ ზუსტი რიცხვი არცერთ მხარეს არ დაუსახელებია.
ამ დროისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა, – ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია trend. az ავრცელებს
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეთანხმება დაარღვიეს, რის შემდეგაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 09:15 საათიდან აღდგა.