ALJAZEERA-ს ინფორმაციით, სომხეთი შეთანხმების ფარგლებში აზერბაიჯანს უბრუნებს 4 სასაზღვრო სოფელს.
სომხეთის უშიშროების სამსახურმა პარასკევს განაცხადა, რომ მისმა მესაზღვრეებმა „ოფიციალურად“ დაიკავეს ახალი პოზიციები, რომლებიც ასახავს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის შეთანხმებას, დააბრუნეს სოფლები ბაღანისი, ვოსკეპარი, კირანცი და ბერქაბერი.
აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მესაზღვრეებმა აიღეს კონტროლი ოთხ დასახლებულ პუნქტზე, რომლებსაც აზერბაიჯანელები იცნობენ, როგორც ბაღანის აირუმს, ასაგი ესკიფარას, ჰეირიმლისა და ყიზილჰაჩილს.