სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ისევ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაახლოებით დილის 6 საათზე, სომხურმა შენაერთებმა დაიწყეს სროლა აზერბაიჯანის პოზიციებზე ქალბაჯარის რაიონში, რის შედეგადაც ერთი სამხედრო დაიჭრა და აზერბაიჯანულმა ძალებმა მიიღეს “საპასუხო ზომები”.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ საპირისპირო განცხადება გაავრცელა და ტვიტერში დაწერა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებითა და დიდი კალიბრის იარაღის გამოყენებით სომხეთის პოზიციები გაისროლეს და სომხურმა მხარემ უპასუხა. სომხეთის სამინისტროს ინფორმაციითვე, სამი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, მხარეებს შორის მოლაპარაკების ხელშეწყობისთვის მზადყოფნა გამოთქვა საფრანგეთმა.