სომხეთის ბოლოდროინდელი პროვოკაცია აზერბაიჯანის საზღვარზე არის დიდი დარტყმა ორ ქვეყანას შორის ნორმალიზაციის პროცესზე, _ განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პარასკევს სამარკანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრი ქვეყნების სამიტზე გამოსვლისას, იუწყება News.Az.
ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა სომხეთს წარუდგინა სამშვიდობო შეთანხმების ხუთი ძირითადი პრინციპი, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.
„ახლა ჩვენ გვჭირდება, ხელოვნური შეფერხებების გარეშე, დავიწყოთ მუშაობა სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე“, – აღნიშნა მან.
„სამწუხაროდ, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია მოახდინა. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მტკიცედ მოიგერიეს სომხური პროვოკაცია. ეს პროვოკაცია დიდი დარტყმაა ორ ქვეყანას შორის ნორმალიზაციის პროცესზე. ამაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, – დასძინა პრეზიდენტმა ალიევმა.