სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას aysor.am ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფაშინიანის გადადგომის მიზეზად 20 ივნისს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სახელდება.
„ამ დროის განმავლობაში, მე გავაგრძელებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შესრულებას კანონმდებლობითა და კონსტიტუციით გათვალისწინებული სრული დატვირთვით”, – აცხადებს ფაშინიანი.