ინტერნეტში გავრცელებული ფოტოები, რომლის მიხედვითაც სომხეთმა აზერბაიჯანის საჰაერო ხომალდი ჩამოაგდო, ყალბი აღმოჩნდა_ ამის შესახებ ინფორმაციას Trend.az ავრცელებს.
სომხურმა მხარემ გამოაქვეყნა ფოტოები, რომ ჩამოაგდეს აზერბაიჯანული უპილოტო თვითმფრინავი (UAV). თუმცა, როგორც გაირკვა, ფოტოები 2014 წელს გადაიღეს ავღანეთშია გადაღებული.
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა განაცხადა, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული ყველა საჰაერო ხომალდი მოქმედებს და არც ერთი მათგანისთვის არ უსვრიათ.
სამინისტრომ ასევე მოუწოდა მოქალაქეებს არ ენდონ გადაუმოწმებულ ინფორმაციას, არ გააზიარონ და მხოლოდ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას დაუჯერონ.