დღეის მდგომარეობით სოფელ გომში 85 მაშველი-მეხანძრე არის ჩართული, რომ საბოლოოდ მოხდეს ხანძრის ლიკვიდაცია ტყეში.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, ამ დროისთვის ვერტმფრენი არ არის ჩართული სამუშაოებში, რადგან ამის საჭიროება არ არის.
“სიტუაცია არის სტაბილური,“_ გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელის თანამშემწე სოფელ შემოქმედში სერგი ლეჟავა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ამ ეტაპზე პატარა კერებია, რომლის ჩაქრობაც მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, სოფელ გომის ტყეში ხანძარი ოთხი დღის წინ განჩდა. სამი დღის განმავლობაში ცეცხლის ჩამქრობ სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ორი ვეტმფრენი იყო ჩართული.