სოფელ ქაქუთში სახალხო ზეიმი „ქაქუთობა“ გაიმართა. კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების, საჯარო სკოლის მოსწავლეების, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. სახალხო ზეიმის ბოლოს ორგანიზატორებისაგან სოფლის საპატიო მკვიდრნი გამოვლინდნენ, რომლებსაც სიგელები გადაეცათ.
ზეიმის ფარგლებში სოფლის მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა მოეწყო, ასევე, წარმოდგენილი იყო სოფლის ნობათი.
საღამოს დასაწყისში მობრძანებულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულების სულებს. ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (R)