გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში, 6 ივლისს დაღუპული თორნიკე მერებაშვილის ოჯახი აქციას მართავს. ისინი საქმის სრულფასოვნად გამოძიებად მოითხოვენ.
აქციაზე მისულმა ადამიანებმა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა, პოლიციამ გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ოჯახს მიაჩნია, რომ რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი ბიჭი, მოკლულია და გამოძიება არასწორი გზით მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.