სოფელ კოკათის მკვიდრის, ირაკლი მარშანიშვილის ინფორმაციით, სოფელში დიდთოვლობის შედეგად სამი სახლი ჩამოინგრა.
,,თოვლის საფარი ორ მეტრზე მეტია, სამჯერ გადმოვთოლეთ სახლები და ისევ გადმოსათოvლია. ძალiან ცუდი მდგომარეობაა, მე რაც მაქვს ინფორმაცია, სამი სახლი ჩამოინგრა, ერთ-ერთში, სავარაუდოდ მამაკაცია მოყოლილი. რა მდგომარეობაა ადგილზე არავინ იცის, ფიზიკურად ვერ ვახერხებთ იქამდე მისვლას. ვერც ტელეფონით დაკავშირებას, რადგან სოფელს ერთი კვირაა შუქი არ მიეწოდება. ახლაც თოვს. სოფელი მთლიანადაა გარესამყაროს მოწყვეტილი”.
კოკათში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ლანჩხუთის მერის კომენტარიც გავრცელდა:
„მომხდარი შემთხვევის შესახებ სრული ინფორმაცია არ გვაქვს, ვიცით მხოლოდ ის, რომ მეზობელმა თქვა, სახლის ნაწილი ჩამოინგრაო, იქ ცხოვრობდა მარტოხელა, 75 წლამდე მამაკაცი. მეზობელი თვითონაც ვერ გადადის, რათა ნახოს, რა ხდება. მეზობელთანაც უკვე კომუნიკაცია ვერ მყარდება, რადგან ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხვალ დილით, ტექნიკა წავა გზის გასაწმენდად, გაყვება სამაშველო ბრიგადაც და დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება“ .