ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 188 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნიშნავს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.
ინფორმაციისთვის, გვიან ღამით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა. ხანძარი დაახლოებით 01:30 გაჩნდა.
როგორც ადგილობრივები “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობენ, ხანძარი გვიან შენიშნეს, რის შემდეგ სახანძრო ბრიგადას დაუკავშირდნენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ნაგომარში მიხეილ ცქვიტიშვილი “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ხანძრის ჩასაქრობად ბათუმის, ჩოხატაურის, ოზურგეთის და სამტრედიის სახანძრო ბრიგადები ჩაერთო:
“გვიან დაინახა ერთ–ერთმა ადგილობრივმა ხანძარი. ნაგომრის ადმინისტრაციული შენობა დაიწვა, სადაც საბავშვო ბაღი და ამბულატორია იყო განთავსებული“, _ გვითხრა მიხეილ ცქვიტიშვილმა.
[sexy_author_bio]