ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში სკოლის შენობის დემონტაჟი მოხდება. სკოლის დირექტორის, ნოდარ წიტაიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბუთების შეგროვება, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი და გამარჯვებული კომპანია მოახდენს სკოლის შენობის დემონტაჟს.
როგორც ნოდარ წიტაიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, 2025-2026 სასწავლო წელს ნაგომარის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ძიმითის საჯარო სკოლაში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის აშენდება სოფელში ახალი სკოლა.
„გურია ნიუსი“ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს და ახალ დეტალებს მიღებისთანავე მიაწოდებს მკითხველს.
ამავე თემაზე: https://gurianews.com/pasukhi-isev-ar-aris-nagomris…/































































