ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში “პარვუს” მიერ დაგეგმილი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე ითქვა, რომ ისინი სოფელში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგნი არიან .
შეკრებაზე ასევე ითქვა, რომ მოსახლეობას სურს შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და “პარვუს ჯგუფთან”. ასევე ითხოვენ დაგეგმილი ჰესების მშენებლობაში ცვლილებებს.
ინფორმაციისთვის, პირველ ეტაპზე “პარვუს ჯგუფი” მცირე ჰესების მშენებლობას აპირებდა. ერთი თვის წინ გახდა ცნობილი, რომ გაიზარდა ჰესების სიმძლავე 6 მეგავატიდან 30 მეგავატამდე .
ამ ეტაპზე კომპანიამ სკოპინგის ანგარიში წარადგინა, არასამთავრობო ორგანიზაციამ “ეკომ” კი ამ თემაზე შენიშვნებით და წინადადებით მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს.
ავტორი