ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდეს დღეს, ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის, სოფელ შრომაში ახალი საბავშვო ბაღის აშენების თაობაზე პროექტის განხილვას.
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტის მოწონების თაობაზე“, _ მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა ისაუბრა.
_სოფელ შრომის თემში, საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი გახორციელდება. ის საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხდება. ეს არის ევროკავშირის და საქართველოს ერთობლივი პროგრამა. გამოცხადება კონკურსი. საბავშვო ბაღში იქნება საუკეთესო გარემო, ყველანაირი სიკეთით, რაც პატარებს სჭირდება, – თქვა მან და კიდევ ერთხელ ხაზგასმით განმარტა, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების, სამთავრობო კომისიის მიერ, გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში მომზადდა.
პროექტის ღირებულება არის 497 720 ლარი.
საკრებულომ მოიწონა და დაამტკიცა განკარგულება.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე