ახლახან, სოფელ ჭანიეთში, თვლსაჩინო ადგილზე, ნაბადას მთის კონკრეტულ ადგილზე, ქრისტიანული სიმბოლო- ჯვარი დაიდგა. აქვე განთავსდა სოფლის სახელწოდება „ჭანიეთი“.
ჯვარი და წარწერა განათებულია ღამის განმავლობაში. დღისით კი ელექტროენერგია, რომლის მისაწოდებლადაც აქ ელექტროხაზები გაჭიმეს, გამოირთვება.
_ძალიან გვიხარია. ეს ჩვენი სოფლის მკვიდრის, გუგა ცინცაძის ინიციატივა იყო. სურვილი ყველას გვქონდა. მადლიერი ვართ, რომ ეს პროექტი გახორციელდა,- ამბობენ ჭანიეთელი ახალგაზრდები.
თავად გუგა ცინცაძემ კი გვითხრა, რომ ყველას ერთნაირად სურდა ამ ჯვრის, ასევე სოფლის სახელწოდების აღმნიშვნელი აბრის დადგმა.
_მე მგონი, კარგად გამოვიდა, რადგან ყველა გახარებულია და მადლიერებას გამოთქვამენ მუნიციპალიტეტის მიერ, ამ პროექტის გახორციელების გამო.
ავტორი