დასრულდა სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც იტალიაში გაიმართა.
წარმოშობით სამტრედიელი სოფიკო ტერელაძე პირველიდან ბოლოს წინა ტურამდე (50+1) მოჭადრაკეთა შორის პირველ ადგილზე იყო ქალებში. ბულგოცმა, იგივე კოეფიციენტმა გადაწყვიტა ჩემპიონის ბედი, სადაც სოფიკო ტერელაძეს არ გაუმართლა და მეორე ადგილზე აღმოჩნდა.
მან ძალიან ძლიერ შემადგენლობას მოუგო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ნონა გაფრინდაშვილი და ზურაბ სტურუა. სოფიკო ტერელაძის მიღწევებს სოციალურ ქსელში კოლეგების მხრიდან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის არის ცნობილი მოჭადრაკე, სოფო ნიკოლაძე.
,,სოფიკო ტერელაძემ პირველობა გაინაწილა მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორ(+50) მოჭადრაკეთა შორის! სამწუხაროდ დამატებით მაჩვენებლებში არ გაუმართლა და ვერცხლს დასჯერდა. ‘მაგრამ, სოფომ უძლიერესი ტურნირი ითამაშა და ძალინ ლამაზი, მაღალი კლასის ჭადრაკი. სოფ, მეამაყები!!! შენ დაამტკიცე რომ ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანს შეუძლია იბრძოლოს მიზნის მისაღწევად! საერთოდ, ძალინ რთულია მრავალწლიანი მწვრთნელობის შემდეგ პროფესიონალურ ჭადრაკში წარმატებას მიაღწიო! სოფ, შენ ეს შაბლონიც დაამსხვრიე!!! ძალიან მიყვარხარ და მეამაყები!”- საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს წარმატებული ქართველი მოჭადრაკე, სოფო ნიკოლაძე.
ავტორი