https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სოფიო გორდელაძე -საოპერო ვარსკვლავი საქართველოდან

22:31; 13.01.2022
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ცნობილი ოპერის მომღერალი სოფიო გორდელაძის ინტერვიუ გამოვიდა უმნიშვნელოვანესი მექსიკური ონლაინ ჟურნალის „ხელოვნების ტალღები“ (Las Olas del Arte) იანვრის გამოშვებაში. 

სოფო გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში დაიბადა და გაიზარდა. ის წლებია უცხოეთში მოღვაწოებს, გთავაზობთ თარგმანს მისი ინტერვიუდან, რომელიც “ხელოვნების ტალღებში“ დაიბეჭდა.

_ რა ასაკიდან იცოდით, რომ არტისტის მიკრობი თქვენში იყო? 

_ სიმღერა ლაპარაკთან ერთად დავიწყე. სახლში ჩანაწერი გვაქვს, სადაც მე სამი წლის ვარ და საკმაოდ დიდ რეპერტუარს ვასრულებ, საბავშვო სიმღერებს დედას საფორტეპიანო თანხლებით. მაშინ რა თქმა უნდა ვერ ვხვდებოდი, რომ მუსიკოსი გამოვიდოდი, თუმცა ვფიქრობ, არტისტის მიკრობი ჩემში ძალიან ადრეული ასაკიდან იყო. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ დედა მუსიკოსია, პიანისტი, კონცერტმეისტერი და პედაგოგი, მამა კი მელომანი. პროფესიით ექიმს მუსიკა და ზოგადად ხელოვნების ყველა ფორმა ძალიან უყვარდა და კარგი შემფასებელიც იყო. სახლში კლასიკური მუსიკის, ჯაზის, პოპ-მუსიკის იმ დროისათვის ხელმისაწვდომი ჩანაწერების დიდი კოლექცია გვქონდა. დედა სახლში ხშირად უკრავდა, მუსიკა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო, შესაბამისად ჩემს ცხოვრებაში მუსიკა ძალიან ადრეული ასაკიდან გაჩნდა, ალბათ ჩემს დაბადებამდეც. 

_  როგორ განავითარეთ თქვენი ნიჭი? სად სწავლობდით? 

_ ჩემი პირველი პედაგოგი და მაგალითი დედა იყო. როგორც უკვე აღვნიშნე ის პიანისტი და კონცერტმეისტერია. მომღერლებთან მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა და მან პირველმა ადრეულ ასაკშივე მასწავლა სწორი სიმღერა, სუნთქვაზე დამყარებული ბგერის წარმოქმნა და რაც მთავარია, სწორი და კარგი მუსიკალური გემოვნების განვითარებაში დამეხმარა. ამისთვის და ბევრი სხვა რამისთვის მისი უზომოდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება ჩემს განათლებას, მე კლასიკური განათლება მაქვს მიღებული ჯერ როგორც პიანისტს: სამუსიკო სკოლა, ნიჭიერთა ათწლედი და მერე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. სიმღერით პარალელურად სულ ვმღეროდი, გარდა გარკვეული პერიოდისა გარდატეხის ასაკში, როცა პროფესიონალების რჩევით გაჩუმება ვამჯობინე. მოგვიანებით სწავლა თბილისის სახემწიფო კონსერვატორიაში გავაგრძელე სოლო სიმღერის მიმართულებით, მაგისტრატურის ჩათვლით. ამჟამად ამავე კონსერვატორიის დოქტორანტურაში ვსწავლობ და სადისერტაციო შრომაზე ვმუშაობ. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მქონდა ბედნიერება მესწავლა იტალიაში, ლეგენდარული იტალიელი სოპრანოს – მირელა ფრენის აკადემიაში მოდენაში. ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო, მაგრამ აკადემიის დამთავრების შემდეგაც უამრავი საინტერესო მასტერკლასი გავიარე მსოფლიოში აღიარებულ მომღერლებთან, როგორებიც არიან ლელა კუბერლი, მარია ლუიზა ჩონი, მარიელა დევია, ბიანკა მარია კაზონი, გრეის ბამბრი, ფრანცისკო არაიზა. ვფიქრობ, მუსიკოსისთვის სწავლისა და განვითარების პროცესი დაუსრულებელია. ამიტომ ახლაც, როცა ახალ პარტიას ვსწავლობ, ვცდილობ ის ერთხელ მაინც მოვასმენინო ჩემს პედაგოგს, ან პიანისტებს, ვინც კარგად იცის შესაბამისი რეპერტუარი. გარდა ამისა, გამუდმებით ვმუშაობ საკუთარ თავზე, ჩემს ხმაზე, რადგან დროთა განმავლობაში ხმაც იცვლება და აგრეთვე, განსხვავებული რეპერტუარი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის პროცესი, რომელიც არასოდეს სრულდება.

 _ რა არის თქვენი შემოქმედების „ლეიტმოტივი“? 

_ ლეიტმოტივები იცვლება ასაკთან და გარემოებებთან ერთად. გლობალური პანდემიის დროს, ჩემი ლეიტმოტივია ვიყო მადლიერი თითოეული წარმატებით განხორციელებული პროექტისთვის. ვგრძნობ, რომ ახლა მეტად ვაფასებ თითოელ მომენტს, როცა სცენაზე გავდივარ და შემიძლია ეს ჯადოსნური მომენტი პუბლიკას გავუზიარო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თვეების მანძილზე ცარიელ დარბაზებში გვიხდებოდა ონლაინ კონცერტების გამართვა, ან საერთოდ არ ვატარებდით კონცერტებს. ასე რომ, დიახ, ამ მომენტისთვის, მეტად ,ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია შესრულების თითოეული წუთით ვისიამოვნოთ და მაქსიმალურად გავუზიაროთ ეს სიხარული ერთმანეთს. 

_ როგორ იპოვეთ თქვენი შემოქმედებითი გზა? როგორ განვითარდით? 

_ შემოქმედებითი გზა ინდივიდუალურია ყველა შემსრულებლისთვის. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი საერთაშორისო კონკურსებით დაიწყო. როგორც ბიოგრაფიაშიც ნახავდით, ბევრი კონკურსის გამარჯვებული ვარ და კიდევ უფრო მეტში მაქვს მონაწილეობა მიღებული. სწორედ კონკურსებმა მომცა შესაძლებლობა შევხვედროდი თეატრების ხელმძღვანელებს და სააგენტოების წარმომადგენლებს, რის შემდეგაც პირველ მოსმენებზე წასვლის საშუალება მომეცა და რასაც პირველი კონტრაქტები მოჰყვა. ამ კონტრაქტებმა შემდეგი მიწვევები მომიტანა და ასე გრძელდება დღესაც. არასდროს ვჩერდები, მუდმივი მოქმედების, მოძრაობის პროცესში ვარ. ეს შემოქმედებით განვითარებასაც ეხება, არასდროს ვჩერდები. მე ძალიან ყურადღებიანი ვარ ჩემს ხმასთან მიმართებაში. რეპეტიციების დროს ყოველთვის ვცდილობ ჩავიწერო ჩემი ნამღერი, რათა ობიექტური წარმოდგენა მქონდეს თუ როგორ ჟღერს ჩემი ხმა დარბაზში, როგორ გამომდის ახალი პარტია, როგორ ვჟღერვარ ორკესტრთან და ა. შ… ასევე ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ჩემს ცხოვრებაში არის რამდენიმე ადამიანი, მუსიკოსი, ვის აზრსა და მუსიკალურ გემოვნებას ბოლომდე ვენდობი. მიყვარს, როცა მაქვს საშუალება ახალ პარტიაზე მუშაობა რეპეტიციების დაწყებამდე გარკვეული დროით ადრე დავიწყო, რათა კარგად მოვემზადო და მოვირგო ახალი როლი. როგორც იტალიელები ამბობენ, mettere bene in gola. გარდა ამისა, ჩემთვის ყველა შესაძლებლობა კარგია, რომ რამე ახალი ვისწავლო. ვსწავლობ დირიჟორისგან, ჩემი კოლეგებისგან, ზოგჯერ ჩემი სტუდებტებისგანაც კი. სწავლა არასდროს მთავრდება და ჩემს პროფესიაში ეს ფაქტორიც ძალიან მიყვარს. 

_ თქვენი შთაგონების წყაროები? 

_ ო, ეს ძალიან მრავალფეროვანია. შეიძლება იყოს კარგი ამინდი, ან კარგი სიახლე, კარგი კონცერტის მოსმენა, ან საფუძვლიანი დასვენება, როცა რამდენიმე დღე ან კვირა საერთოდ არ ვმღერი. ჩემთვის ასევე დიდი შთაგონების წყაროა ძალიან კარგი მომღერლების მოსმენა, ხშირად ვუსმენ გასული საუკუნის საოპერო მომღერლებს და სხვათაშორის ხშირად არცთუ-ისე ცნობილებს. შთაგონება შეიძლება გახდეს ჩემივე კარგი შესრულება, რაც მაძლევს სტიმულს უფრო მეტი გავაკეთო. არაჩვეულებრივი წიგნი, ან ფილმი. ახალი პარტია, არია, ან სიმღერა, რომელიც ძალიან მინდა შევასრულო. ასევე ახალი, ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებების აღმოჩენა და სწავლაც ძალიან აღმაფრთოვანებს ხოლმე და შთაგონებით მავსებს. ჩემს ოჯახს და მეგობრებს არაერთხელ მოუციათ საჭირო იმპულსი ბრძოლის, შრომის, მუშაობის გასაგრძელებლად და ამისთვის მე მათი უზომოდ მადლიერი ვარ. 

_ რა შეუძლია ხელოვნებას მისცეს საზოგადოებას? 

_ ხელოვნება ჩვენი სულიერი საზრდოა. ხელოვნების გარეშე საზოგადოება ღარიბდება და სწრაფ დეგრადაციას განიცდის. ხელოვნებას შემოაქვს სინათლე ჩვენს ცხოვრებაში, გვაქცევს ჩვენი თავის უკეთეს ვერსიად, მე ამის მტკიცედ მწამს. ცოცხალ შესრულებას შეუძლია წარმოუდგენელი ემოციები აღძრას მსმენელში, აავსოს ენერგიით და შეეხოს მისი სულის ყველაზე ფაქიზ სიმებს. ეს არის რაღაც, რაც პირდაპირ აღწევს ჩვენს გულში და სულ არ არის აუცილებელი დიდი განსწავლულობა რომელიმე კონკრეტულ დარგში იმისთვის, რომ ეს განიცადო. ამიტომაც, მე მჯერავს, რომ თეატრი (ანუ ხელოვნება) იარსებებს მანამ, სანამ კაცობრიობა იარსებებს. მას ვერაფერი ჩაანაცვლებს. დღეს ხელოვნება მეტად „ხელმისაწვდომია“, ვიდრე წინათ. მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრებიდან არის სპექტაკლების პირდაპირი ტრანსლაციები, შესაძლებელია მუზეუმების ონლაინ ტურით დათვალიერება, ინტერნეტში შესაძლებელია აურაცხელი რაოდენობის ჩანაწერების და პირდაპირი ტრანსლაციების ნახვა… მაგრამ ვფიქრობ, ცოცხალ შესრულებას არ დაუკარგავს მნიშვნელობა, არამედ პირიქით, რაც მეტად არის ჩვენი ცხოვრება დაკავშირებული ინტერნეტსა და სოციალურ მედიასთან, მით მეტად დასაფასებელია ცოცხალი წარმოდგენის ნახვის შესაძლებლობა, იქნება ეს თეატრი, საკონცერტო დარბაზი, გამოფენა, კონცერტი ღია ცის ქვეშ, თუ სხვა. 

_ როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა ხელოვნება ჩართული ჩვეულებრივ სასწავლო პროცესში, თუ უნდა დარჩეს ცალკე პროფესიულ საგნად? 

_ ვფიქრობ, დიახ, ხელოვნება ჩვეულებრივი საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი უნდა იყოს. არა პროფესიულ დონეზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ხელოვნების საფუძვლების გაცნობა უნდა შედიოდეს სასწავლო პროცესში. იმ ბავშვების უმრავლესობა, ვინც ხელოვნებას სკოლაში ისწავლის, რა თქმა უნდა ხელოვანი არ გამოვა, მაგრამ ისინი აუცილებლად მეტად დააფასებენ ხელოვნებას როცა გაიზრდებიან. 

_ რა გავლენას ახდენს თქვენი ხელოვნება ჩვენს საზოგადოებაზე? 

მე ვიმედოვნებ, რომ მე ჩემი ხელოვნებით  სიხარულს და დადები ემოციებს ვანიჭებ ჩემს მსმენელს. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ჩემი მიზანი, რომ იმ რამდენიმე საათის განმავლობაში, როცა ისინი თეატრში არიან, გავუზიარო მათ ეს ჯადოსნური მომენტი, ისე, როგორც მე ამას ვგრძნობ და განვიცდი. მინდა, რომ მათ დაავიწყდეთ ყოველდღიურობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები სანამ სპექტაკლს ან კონცერტს უსმენენ. და მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ჩემი სიმღერით გავუზიარო მათ ისეთი გენიოსების შემოქმედება როგორებიც არიან მოცარტი, ვერდი, პუჩინი, ჰენდელი, ბელინი, დონიცეტი და სხვები. 

_ რაზე ოცნებობთ? 

_ ძალიან მინდა გლობალური პანდემია მალე დასრულდეს. ვოცნებობ, შეფერხების გარეშე შევძლო მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და სიმღერა, როგორც ეს პანდემიამდე იყო. და რომ ყველა ადამიანი ჩემს ირგვლივ იყოს ცოცხალი და ჯანმრთელი. ახლა ეს არის ჩემი ოცნება.

[sexy_author_bio]
სოფიო გორდელაძე
გაზიარება10Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21 თებერვალი, 2026
კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026

გურიაში ისევ თოვს

მცხეთაში მთავარი ნაძვის ხე წაიქცა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22.02.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22.02.2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22.02.2026
ზაფრანი

„ხანძარი“

11:28; 22.02.2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22.02.2026
ზაფრანი

„კაპუტ, კაპუტო…“

11:21; 22.02.2026
ზაფრანი

„ავტოგრაფი“

11:18; 22.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22.02.2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას საქმის სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო

17:41; 21.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა

17:17; 21.02.2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

17:06; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო