ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 2024 წლის სოფლის მხარდამჭერი პროგრამა იწყება. წელს პროგრამის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტისთვის 750 000 ლარია გამოყოფილი.
როგორც მერიაში აცხადებენ, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები 7 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თაობაზე საპროექტო წინადადებების მოქალაქეებისგან მიღებას ახდენენ მერიის უფლებამოსილი პირები, რომლებიც განსაზღვრული არიან მერის შესაბამისი ბრძანებით.
რაც შეეხება მიმართულებებს, თუ რას უნდა ითვალისწინებდეს საპროექტო წინადადებები, ასეთია:
ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
ბ) სარწყავი სისტემები;
გ) სანიაღვრე არხები;
დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები;
ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
ზ) გარე განათება;
თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
კ) ამბულატორიის შენობები;
ლ) სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
ნ) სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
პ) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
ჟ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.