ჩოხატაურში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
როგორც ცნობილია, ინფიცირების შემთხვევა გოგოლესუბანში გამოვლინდა.
ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ გრძელდება ტესტირება იმ სოფლებში, სადაც ბოლო პერიოდში ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს, მორიგე ჯგუფი იმუშავებს შუა ამაღლებაში. ეპიდემიოლოგები იმ ქუჩებსა და დასახლებაში შევლენ, საიდანაც მაცხოვრებლებმა ვერ შეძლეს ტესტის გასაკეთებლად მისვლა.