განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, ქალაქის სკოლები საშუალო ევროპულ დონეზე არიან, ხოლო მთავარი გამოწვევა სოფლის სკოლების დონე და ეთნიკური უმცირესობების სკოლებია.
ერთ-ერთი მთავარ პრობლემატური საკითხად პედაგოგების კვალიფიკაცია და საქართველოს რეგიონებში, საჯარო სკოლებში სწავლების დაბალი დონე სახელდება.
“სოფლის სკოლები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ქალაქის სკოლებს, ქართულენოვან სოფლის სკოლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ეთნიკური უმცირესობების სკოლები. შევეცდებით, რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე” – განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
თბილისში სასკოლო განათლების გამოწვევების შესახებ მსჯელობენ. განათლების სამინისტროს, გამოცდების ეროვნული ცენტრის, ექსპერტებისა და პედაგოგების მონაწილეობით კონფერენცია მეორე დღეა მიმდინარეობს.
pia.ge