პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილ ქმარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მოსამართლემ, დავით კურტანიძემ, 4 ივნისს იმსჯელა და ავთანდილ ხარაძეს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.
შემდეგი სასამართლო სხდომა კი 30 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება.
სოფო კილაძე ყოფილ მეუღლეს ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა. ავთანდილ ხარაძე კი ბრალდებებს უარყოფდა.