მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. როგორც გვარამია აღნიშნავს, ციხის საავადმყოფოს დირექტორს, დავით დარასელიასკორონავირუსი დაუდასტურდა.
“SOS!!!
გავრცელებული ინფორმაციით. კოვიდი დაუდასტურდა ციხის საავადმყოფოს დირექტორს, დავით დარასელიას, რომელსაც გლდანში გადაყვანის დღიდან ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან!
ps თამთა დემურიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი უარს ამბობს კონსილიუმთან შეხვედრაზე. აღნიშნული არის დანაშაულებრივი ტყუილი. სააკაშვილი მზადაა შეხვდეს მოქმედ კონსილიუმს, ვიდრე შეიქმნება კონსილიუმის გაფართოებული ფორმატი პარიტეტულ საფუძველზე“, – წერს ნიკა გვარამია.