SOS!
თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! კარგია, რომ ვსაუბრობთ პრობლემებზე, უფრო კარგი იქნება,თუ დროულად გადაგვიხდიან კომპენსაციებს მათ, ვისაც სრულად დაგვენგრა სახლები და ბანკის მეშვეობით აღვადგინეთ.
იმედია ახალ წლამდე მოხდება დაზარალებული მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერა.
საქართველოს მთავრობა
ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, რომელიც სხვა ასეულობით ადამიანთან ერთად, გასულ ზამთარში დაზარალდა, ხელისუფლებისგან დაპირებულ კომპენსაციას ითხოვს.
ცნობისთვის, გასულ ზამთარს, დიდთოვლობამ გურიაში არაერთი ადამიანი დააზარალა. მათი უმეტესობა დღემდე შეპირებულ კომპენსაციას ელოდება.



























































