17 წლამდელთა შორის გაიმართა ზ. ბერიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელმაც გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი ადგილი და ოქროს მედალი სამტრედიელმა სოსო მეფარიშვილმა მოიპოვა.
ცნობისთვის, სოსო მეფარიშვილი სამტრედიის მეთორმეტე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ის საქართველოს ჩემპიონიცაა თავისუფალ ჭიდაობაში.
რაც შეეხება ტურნირის სხვა გამარჯვებულებს, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ნარეკ ნიკოგსონიანი (სომხეთი). ბრინჯაოს მედლები აიღეს ავთო ლიკლიკაძემ (ქუთაისი) და ზურაბ მამულაძემ (აჭარა).
ავტორი