კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, ანა წითლიძის და ლევან ბეჟაშვილის განცხადებებს პასუხობს და მათ რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
„საზოგადოებას შევახსენებ, რომ „თავის დროზე“, როგორც მოიხსენიებს ბატონი ლევანი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს, თვითონ გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე…
გამორიცხულია, ჩემი საქმიანობის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონოდა და თუ ,,არ ჰქონდა“, დედამიწაზე არ მეგულება ისეთი წესიერი ადამიანები, როგორიც, ჩემი მინისტრები იყვნენ. ბატონ ლევანს რომ ეკითხა მათთვის ჩემი საქმიანობის შესახებ, გაერკვეოდა რეალობაში და უპასუხისმგებლო, საეჭვო, ცრუ განცხადებას საქვეყნოდ არ გააკეთებდა!
დღეს, როდესაც საქართველოს საპყრობილეში დატყვევებულია პოლიტპატიმარი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში სასჯელს იხდიან პოლიტპატიმრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ათი წელი იძულებით გადახვეწილი ვიმყოფებით დევნილობაში! ამ დროს მე, იოსებ თოფურიძეს, პოლიტდევნილს, პოლიტიკური ნიშნით დაუსწრებლად გასამართლებულს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლს 1996 წლიდან, მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, დეპუტატები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, მთელი მსოფლიოს გასაგონად, მომიწოდებენ საქართველოში დაბრუნებას და პროკურატურისთვის კითხვებზე პასუხის გაცემას, ქექავენ ჩემს წარსულ საქმიანობას, მაბრალებენ არ ჩადენილ დანაშაულს!!!
რას ემსახურება თქვენი – ოპოზიციური პარტიის ლიდერების, დეპუტატების, აშკარად რუსული პროპაგანდა, კრემლის საამებელი, უპასუხისმგებლო განცხადებები?!“ – წერს თოფურიძე.