სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა.
რუსული მედიის ცნობით, ცეცხლი დამხარე შენობას გაუჩნდა, თუმცა მომხდარს აეროპორტის მუშაობა არ შეუფერხებია.
კრასნოდარის ტერიტორიის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ხანძარი აეროპორტში არ გაჩენილა.
„ამ ტერიტორიაზე ხანძარი გაუჩნდა დამხმარე შენობას, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება“, – აცხადებენ სამინისტროში.
ბოლო ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
თვითმხილველები ამბობენ, რომ დამწვარი შენობები ავტოფარეხებთან მდებარეობს. კონკრეტულად რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახურები.