Euronews- ის ინფორმაციით, სულ მცირე 37 ადამიანი დააკავეს თურქეთში სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო, რომლებიც აკრიტიკებდნენ სტამბულის მერის ეკრემ იმამოღლუს დაკავებას.
ცნობისთვის, იმამოღლუ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანის მთავარ კონკურენტადაა მიჩნეული.
იმამოღლუ ოთხშაბათს დააკავეს. ამას გარდა კიდევ 105 ადამიანია დაკავებული, მათ შორის ბიზნეს ლიდერები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები.
თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ სტამბოლის მერს ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული ჯგუფის დახმარება. თუმცა, ის და მისი მხარდამჭერები თვლიან, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.