ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, სიმონიშვილების საცხოვრებელი სახლი დიდთოვლობის დროს, 25 თებერვალს ჩამოინგრა.
ეს მათი ერთადერთი საცხოვრებელი იყო, რომელშიც 2022 წელს შესახლდნენ.
ოჯახის წევრების თქმით,მათ სხვაგან წასასვლელი არ აქვთ, ამიტომაც იძულებულნი არიან, აქ იცხოვრონ, რაც დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.
მერიის წარმომადგენლები 26 თებერვალს დაზარალებულ ოჯახში მივიდნენ და უთხრეს, რომ ამ ეტაპისთვის დახმარება არ შეეძლოთ, რადგან მათზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს ეხმარებოდნენ.
სიმონიშვილები იმედს იტოვებენ, რომ ზარალს სახელმწიფო აანაზღაურებს და ღია ცის ქვეშ არ დარჩებიან.
აღსანიშნავია, რომ ოჯახი სოციალურად დაუცვალია, ერთ-ერთი წევრი კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
ავტორი