ალეინ რობერტი, ცნობილი როგორც ფრანგი სპაიდერმენი, ბარსელონას ცათამბჯენზე უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე აძვრა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„სამწუხაროდ ადამაინების უმეტესობა თავიანთ ცხოვრებაზე მხოლოდ ოცნებობენ, მე კი ჩემი ოცნებებით ვცხოვრობ“,_აცხადებს რობერტი.
მაუწყებლის ინფორმაციით, მას სასტუმრო SKY-ზე ასასვლელად, რომლის სიმაღლეც 116 მეტრია, 20 წუთი დასჭირდა.
როგორც ცნობილია, ცათამბჯენის სახურავზე მას პოლიცია დახვდა, თუმცა, დოკუმენტების წარდგენის შემდეგ ის არ დაუკავებიათ.