თუ დაძინება გიჭირთ, მიირთვით ცოტა თაფლი ძილის წინ, რომელიც უძილობის წინააღმდეგ სწრაფად მოქმედი და სასარგებლო საშუალებაა. კვლევებმა აჩვენა, რომ მას ძილის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია.
ძილის წინ თაფლის მირთმევა ღვიძლს მთელი ღამის განმავლობაში უზრუნველყოფს გლიკოგენის საჭირო რაოდენობით.
თაფლის მიღება არეგულირებს ნახშირწყლების ცვლას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ზრდის იმუნიტეტს. ასევე არის კარგი დამამშვიდებელი საშუალებაა და იცავს ფსიქიკას გადატვირთვისგან.
თაფლიანი რძე სურდოს დაავადებების სამკურნალო ტრადიციული საშუალებაა. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ის უძილობის საწინააღმდეგო საშუალებაც არის. თითოეულ ამ პროდუქტს დიდი რაოდენობით სასარგებლო თვისებები აქვს, მაგრამ მათი კომბინაციით ეფექტურობა იზრდება.
თაფლში შედის B, C ჯგუფის ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, A კაროტინი, ასევე ბევრი მინერალი და ფერმენტი. რძე არანაკლებ სასარგებლო პროდუქტია, მასში შედის ყველა საჭირო საკვები ნივთიერება, ასევე კალციუმი, ფოსფორი, B ჯგუფის ვიტამინები.
როგორ მზადდება სასწაულმოქმედი საძილე საშუალება?
თბილ რძეს 1 ჩაის კოვზი თაფლი დაუმატეთ.
კარგად აურიეთ და დალიეთ ნელა, აუჩქარებლად.
1 ფინჯან რძეზე 1 ჩაის კოვზი თაფლი საკმარისია, რომ თქვენი ძილი იყოს ღრმა და აღმდგენი.





































































