„საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალიდან მძევლები გაათავისუფლეს, ხოლო 1 პირი დაკავებულია,_ ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა მედიასთან განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით 12:00 საათზე შეიჭრა. თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა და რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.