ვერძი
თქვენ ყველაფრის სწრაფად გაკეთება გიყვართ. გიჟდებით შეჯიბრზე, საბრძოლო ხელოვნებაზე და სიჩქარეზე, რისგანაც სისხლში ადრენალინის მოჭარბებას გრძნობთ.
ავტორბოლა, მოტოკროსი, ველოსპორტი, სერფინგი, თხილამურები და კრივი. გუნდურ თამაშებში ლიდერის სტატუსით.
კურო
ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ, ამიტომაც სტრესის მოხსნა გჭირდებათ. იდეალურად გერგებათ სპორტი, რომელიც დაკავშირებულია კონცენტრაციასთან, სიმშვიდესა და მოდუნებასთან.
ძიუდო, გოლფი, მარათონი, იოგა.
ტყუპები
ერთ ადგილას ჯდომა არ შეგიძლიათ, სპორტშიც გუნდურობის განცდა გჭირდებათ. სიამოვნებას განიჭებთ სპორტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ვინმეს ესაუბროთ, ტვინი აამუშაოთ და მეტი იმოძრაოთ.
თანამედროვე ცეკვები, ჩოგბურთი და იოგა.
კირჩხიბი
ფიტნესი საკუთარი სხეულის მოსმენაში დაგეხმარებათ. არანაირი აგრესია – ამავდროულად მნიშვნელოვანია ბუნებასთან კავშირი იგრძნოთ.
ცურვა, იოგა, სირბილი, ნიჩბოსნობა, აკვააერობიკა და ცეკვები.
ლომი
მუდამ ტონუსში უნდა იყოთ და სულ უნდა ბრწყინავდეთ. ფიზიკური ფორმა თქვენთვის მნიშვნელოვანია და უამრავი ენერგიაც გაქვთ.
კრივი, იოგა, კროსფიტი, აკვააერობიკა.
ქალწული
თქვენ ხშირად ფოკუსირდებით პროცესის სისწორეზე. ბუნებით პერფექციონისტები სპორტის არსით სიამოვნების მიღებას ვერ ახერხებენ. ვარჯიშიც მარტო გირჩევნიათ.
მარათონი, იოგა, ფარიკაობა და მშვილდოსნობა.
სასწორი
თქვენ მსუბუქი სპორტი უნდა არჩიოთ – მოდუნებისა და სიამოვნებისთვის. ფიზიკური ტკივილი და ზედმეტი ინტენსივობა არ გჭირდებათ. სპორტს უფრო მეტად უყურებთ როგორც კარგი დროის გატარებას მეგობრებთან და პარტნიორთან ერთად.
ცეკვები, ცურვა, პილატესი და ფიგურული სრიალი.
მორიელი
გსურთ ძალა ბოლომდე გამოილიოთ, საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოსცადოთ, იგრძნოთ ტკივილი. თქვენ სწრაფი შედეგის მიღება გსურთ, დაძაბულობა უნდა იგრძნოთ.
კრივი, ტრენაჟორი, ნიჩბოსნობა, თოკზე ხტომა.
მშვილდოსანი
თქვენ დიდი სივრცე გჭირდებათ, რადგანაც სპორტი თქვენთვის თავისუფლებასთან ასოცირდება. მოგწონთ კონცენტრირება, მოძრაობისა და სიჩქარის შეგრძნება.
ცხენზე ჯირითი, თხილამურები, ველოსიპედი, სირბილი და ნიჩბოსნობა.
თხის რქა
თქვენ საკუთარ თავს გამოცდებს უწყობთ. სპორტი, სადაც ტრენერი მბრძანებლობს თქვენთვის არაა. თხის რქას საკუთარი თავის მოტივირება უყვარს, ასე შეუძლია იყოს სხვაზე უკეთესი.
იოგა, ალპინიზმი, გოლფი და თხილამურები.
მერწყული
თქვენ არასტანდარტული აზროვნება გაქვთ, ამიტომაც სპორტი სუფთა ჰაერზე შეგეფერებათ. თავისუფლების და ორიგინალურობის მოთხოვნილება ვარჯიშის ტიპს განგისაზღვრავთ.
საიალქნო სპორტი, ველოსიპედი, ცხენზე ჯირითი და ქვეითი ტურიზმი.
თევზები
თქვენ უნდა იგრძნოთ. თევზმა სხეული და გონება უნდა გააერთიანოს, გახსნას საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი და ფანტაზია. გჭირდებათ არამხოლოდ სპორტი, არამედ რაღაც ნაზი.
აკვააერობიკა, იოგა და კლასიკური ცეკვები.