სსიპ „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის’’ მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებების ფარგლებში ადგილი ჰქონდა სამივლინებო თანხების ზედმეტად ანაზღაურების ფაქტებს _ აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2016 წლის მუშაობას ასახავს.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მიწვევების თანახმად ღონისძიების ორგანიზატორი მხარე უზრუნველყოფდა როგორც კვების, ასევე სასტუმროს ხარჯების დაფარვას, მივლინებულ თანამშრომელზე თანხები გაიცა სასტუმროს დაქირავების მიზნით, ხოლო სადღეღამისო ხარჯები ანაზღაურდა სრულად, ნაცვლად კანონმდებლობით გათვალისწინებული 30%-ისა.
„აუდიტის მიმდინარეობისას ანგარიშვალდებული პირის მიერ დაბრუნებული იქნა 2016 წელს ზედმეტად ანაზღაურებული თანხა 4,023 ლარის ოდენობით“ _ აღნიშნულია დასკვნაში.
დასკვნის ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე